20 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
ფარული ჩანაწერები -კამპანია "ეს შენ გეხება" პროკურატურას უმოქმედობასა და პასიურობაში ადანაშაულებს

კამპანია ეს შენ გეხება პროკურატურას უმოქმედობასა და პასიურობაში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ ფარული ვიდეომასალის გავრცელების ფაქტის გამოსაძიებლად უკვე საკმარისი დრო გავიდა და საზოგადოების არცერთ კითხვას პასუხი არ გასცემია.

კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვაა.

თუმცა გაირკვა, რომ მთავრობამ დახმარების თხოვნით ამერიკელ პარტნიორებს უკვე მიმართა. ელჩი კადრების გავრცელების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს.

გამოძიებისა და კონკრეტული პირების დასჯის პოლიტიკური ნების არარსებობაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიცია და ეს შენ გეხებას მოთხოვნებს უერთდება.

საგამოძიებო კომისიების შექმნის წინააღმდეგია მმართველი გუნდის დიდი ნაწილი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ პროკურატურისგან პასუხებს საზოგადოება ნაადრევად მოითხოვს.

განმარტებებს და პოზიციის მოსმენას ეს შენ გეხება პირადად პრემიერისგან ელოდება. 

 

ავტორები: ელისო ჯარიაშვილი, ლაშა მუმლაძე

დღის ამბები