20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
მამუკა ახვლედიანი საბჭოს მასზე შეტევის წახალისებაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ადანაშაულებს იმაში, რომ სასამართლო სისტემაში სწორედ საბჭო „ახალისებს“ მასზე შეტევას.

საპასუხო ბრალდებები აქვს საბჭოს მიმართ თავად ახვლედიანს.

„პირიქით, მათ ახალისებენ ჩემზე შეტევასა და ყოველგვარი ლანძღვა-გინების გამოხატვას, იმიტომ რომ არავითარ რეაგირებას ამაზე არ აკეთებენ და ყველა ჩემს გამოსვლაზე მეორე დღესვე თანამდებობიდან გადამაყენეს. სხვების მიმართ, აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია აქვთ, ეს არის დევნა,“ - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები