20 ნოემბერი 2024,   04:35
ვრცლად
შავმა ზღვამ აჭარისა და აფხაზეთის სანაპიროებზე 50 დელფინი გამორიყა

საქართველოს სანაპირო ზოლზე შავმა ზღვამ 50 დელფინი გამორიყა. ინფორმაციას აჭარის მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ადასტურებს.

მისი განცხადებით, სარფი-განმუხურის მასშტაბით  - 19, მხოლოდ აფხაზეთის სანაპიროზე კი 20-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.

სპეციალისტების განმარტებით, ძუძუმწოვრების სიკვდილიანობის მიზეზი ვირუსული ინფექციაა, რომელიც ზღვაში პერიოდულად წლების განმავლობაში აქტიურდება.

დღის ამბები