ასწლოვანი ხის ნაპირზე გადასატანად ზღვაში გზა გაჰყავთ. შეკვეთილში მძიმე ტექნიკა წყლის მიწით ამოვსებას ცდილობს. უკვე დაფარულია მონაკვეთის ნახევარი.
ტიტას ხე ციხისძირიდან გურიაში 2 დღის წინ ზღვით წაიღეს, თუმცა ბარჟამ ნაპირთან მისვლა ვერ შეძლო და თავდაპირველად სპეციალისტები ნავმისადგომის გაღრმავებას ცდილობდნენ, მაგრამ უკვე გუშინ საღამოს სტრატეგია შეცვალეს.