The Rolling stones ისტორიული კონცერტი კუბაში სრული ანშლაგით გაიმართა. ჰავანას სპორტ კომპლექსში ლეგენდარული მუსიკოსების მოსასმენად ნახევარ მილიონამდე ადამიანი მივიდა.
კონცერტი ორ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. შოუს მსვლელობის დროს მიკ ჯაგერი სტადიონზე მისულ მსმენელს ესპანურ ენაზე მიმართავდა და მათთვის 18 კომპოზიცია შეასრულა.
კონცერტზე დასწრება უფასო იყო. თუმცა, ვინც სტადიონზე მოხვედრა ვერ შეძლო, როლინგ სთოუნზის შოუს შენობების სახურავებიდან ადევნებდა თვალს.
ეს უცხოელი შემსრულებლების პირველი მასშტაბური კონცერტი იყო კუბაში გასული საუკუნის 60-იანი წლების შემდეგ. ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავისუფლების კუნძულზე როკ-მუსიკა აკრძალული იყო.