ფეხით მოსიარულეთა უფლებების დასაცავად დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ქვეითთა უფლებების დაცვას ითხოვენ. მათ მძღოლებს ქვეითებისთვის განკუთვნილი ტროტუარის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და პატრულის თანამშრომლებს კანონის აღსრულება და ტროტუარების მანქანებისგან გათავისუფლება მოსთხოვეს.
„ტროტუარი არის ფრანგული სიტყვა და ნიშნავს ადგილს ფეხით სიარულისათვის და ტროტუარი უნდა დავუთმოთ ქვეითებს. ეს ეხება ყველა მძღოლს, რომელიც ამბობს, რომ რა ქნას, როცა ადგილი არ არის. მაშინ რა ქნას ქვეითმა? გადავიდეს გზაზე და მანქანების სავალ ნაწილზე იაროს?“ - განაცხადა შალვა ობგაიძემ.