20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
ადრეულ ასაკში ქორწინების გამოწვევებზე და ამ კუთხით არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს

ადრეულ ასაკში ქორწინების გამოწვევებზე იმსჯელეს საჯარო დებატებზე, რომელიც სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხები და ამ კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს. ისაუბრეს პრობლემის მოგვარების გზებზეც.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ საჭიროა სხვადასხვა სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობა და კონკრეტულ შემთხვევებზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება.

დისკუსიაში სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

“ცალკე შეიძლება გამოიყოს ის ხარვეზები, რომელიც არსებობს სერვისებთან დაკავშირებით. ინფორმირებულობა მოსახლეობის და განსაკუთრებით საუბარია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე და მაღალმთიან რეგიონებზე, სადაც ეს პრობლემა გაცილებით თვალსაჩინოდ ჩანს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები