სულხან ქობულაძე პროკურატურის მიერ მისი ცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ხელოვნურ შეფერხებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ, თუ კანონიერი გზით არ მოხდება დამნაშავეების დასჯა, სამართალს თავად აღასრულებს.
ქობულაძის თქმით, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული მოსაზრების გამო, მას 2015 წლის 1 ოქტომბერს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ქობულაძე აცხადებს, რომ შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, სადაც მუდმივი ხალხმრავლობა და რამდენიმე ვიდეოთვალია დამონტაჟებული. მიუხედავად ამისა, გამოძიებას დღემდე არცერთი შესაძლო თვითმხილველი არ დაუკითხავს.
„ერთადერთი ადამიანი, ვისთვისაც წერილობით არ მიმიმართავს, ეს არის პრემიერი. მე გავაგზავნი წერილს და დაველოდები პასუხს. მე არ ვაპირებ სამართლის ძებნას წლების მანძილზე. ანგარიშსწორებას აუცილებლად ანგარიშსწორებით ვუპასუხებ,“ - განაცხადა ქობულაძემ.