20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
ნუ მაბოლებ! - აქცია შარდენის ქუჩაზე

შარდენის ქუჩაზე თამბაქოს კონტროლის ალიანსის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „ნუ მაბოლებ!“ - ამ სახელწოდების აქციის მთავარი მოთხოვნა არის რესტორნებსა და კაფე-ბარებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა.

აქციაზე, ალიანსთან ერთად, დახურულ სივრცეში მოწევას სტუდენტებიც აპროტესტებენ. ისინი კაფე-ბარების და რესტორნების მენეჯერებს მოუწოდებენ, დახურულ სივრცეში მოწევაზე უარი თქვან.

საპროტესტო აქციაზე ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების წევრები, შავფაროსნები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

ისინი ხელისუფლებას თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით დაკისრებულ ვალდებულებას ახსენებენ, რომელიც დახურულ სივრცეში მოწევას და თამბაქოს პროპაგანდას კრძალავს.  

დღის ამბები