მარნეულში პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა.
ოფისი და მონიტორინგის ცენტრი პაატა ბურჭულაძემ ფონდის დამფუძნებლებთან და წევრებთან ერთად გახსნა.
პაატა ბურჭულაძე ცენტრალურ სკვერში შეკრებილი მარნეულელებს შეხვდა მათ „ნოვრუზ ბაირამი“ მიულოცა და ადგილობრივების პრობლემები მოისმინა. პრობლემების მოგვარებისთვის კი ბურჭულაძემ მათ ერთობლივი მუშაობა შესთავაზა.
პაატა ბურჭულაძე ფონდის წევრებთან ერთად, მარნეულში მერაბ ბერძენიშვილის ქანდაკებასთან „კიდევაც დაიზრდებიან“ ეთნიკურ აზერბაიჯანელ, სომეხ ბერძენ და ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა.