სამტრედიის ქუჩაზე სკვერის აღების ფაქტი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა აქციით გააპროტესტეს. მათი განცხადებით, ქუჩის 18 ნომერთან მდებარე სკვერის დემონტაჟის უფლება ახალმა მესაკუთრემ მერიისგან მიიღო.
აქციის მონაწილეებს დიდუბის გამგეობაში პასუხობენ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, სკვერის დემონტაჟის უფლება მესაკუთრეს დროებით, 26-ს მაისამდე მისცეს, როდესაც სკვერს პირვანდელი სახე უნდა დაუბრუნდეს.