20 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
პროტესტი და დაუმორჩილებლობა საბავშვო ბაღებში - გათავისუფლებულ დირექტორთა რაოდენობამ 2 ათეულს გადააჭარბა

ბაღების გაერთიანების დირექტორმა, თემურ თორდინავამ, ორი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ერთ კვირაში კი, ერთდროულად, 6 ბაღის დირექტორი, ყველანაირი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან გათავისუფლდა.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თანამშრომლებმა მუშაობაზე უარი განაცხადეს. ხმაურიანი პროცესები რამდენიმე ბაგა-ბაღში ერთდროულად დაიწყო. აღმზრდელების პროტესტს მშობლებიც შეუერთდნენ.

მოზარდების საკვებზე მცირედით გაზრდილი დანახარჯების გარდა, უკვე ყოფილი დირექტორები მათი გათავისუფლების სხვა მიზეზებსაც ასახელებენ.

ყოფილი დირექტორები, აღმზრდელები და მშობლები ამ ქმედებას პოლიტიკას და მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.

თემურ თორდინავას შეხვედრამ ბაღებიდან გათავისუფლებულ დირექტორებთან, მათ მხარდამჭერ თანამშრომლებთან და აღსაზრდელთა მშობლებთან, უშედეგოდ ჩაიარა. შეთანხმებას მხარეებმა ამ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც ბაღების გაერთიანების დირექტორმა საგანგებო განცხადება გააკეთა და სამსახურიდან გათავისუფლებით აღმზრდელებს და რიგით თანამშრომლებს დაემუქრა.

მიმდინარე პროცესებში პრობელმას ვერ ხედვას თბილისის მერი. დავით ნარმანია თვლის, რომ "ყველაფერი ნორმის ფარგლებშია".

ის, რომ თორდინავას გადაწყვეტილებების უკან პოლიტიკური პროცესებია, ამაში დარწმუნებულია ოპოზიცია. 

აღმზრდელების პროტესტის მიუხედავად, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს.

 

 

ავტორი: ეკა გაგუა

დღის ამბები