20 ნოემბერი 2024,   04:23
ვრცლად
ციხისძირის ტიტის ხე - ყველაზე ცნობილი ხის ისტორია

ტიტის ხე მესამე დღეა, ზღვის ტალღებშია და მის ხმელეთზე გადმოტანას ხელს ნაპირისკენ შემაღლებული ქვიშა უშლის. ზღვას ქვიშით ავსებენ.

საუკუნეების სიმშვიდე ხეს ბიძინა ივანიშვილმა დაურღვია და ციხისძირის ტიტის ხე 6200 ლარად იყიდა, მაშინ როცა 5 წლის არგენტინული მაგნოლია მაღაზიაში 30 ათას ლარზე მეტი ღირს.

მწვანე აქტივისტებმა კი მალევე იეჭვეს, რომ ტყის გაჩეხვა სასტურმოს მშენებლობისთვის წამოიწყეს, მაგრამ პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო.

ციხისძირის ტიტის ხეს ბიძინა ივანიშვილის ძმის თქმით, მალე სახელი გადაერქმევა და მას "ტყის დედოფალს" უწოდებენ.

 

 

ავტორი: მაია ლომიძე 

დღის ამბები