20 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
რატი დურგლიშვილის სოლოკარიერა - დღეს მომღერლის ახალი ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა

რატი დურგლიშვილმა შეერთებულ შტატებში 2 თვეზე მეტი გაატარა და შემოქმედებაში მნიშვნელოვანი სიახლეებიც შეიტანა. უკვე სოლო მომღერალმა საკუთარ სიმღერებზე 2 ვიდეო რგოლი გადაიღო.

პოპ-როკის ჟანრში შესრულებულ სიმღერაზე კლიპის გადასაღებად სხადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა პროფესიონალებმა იმუშავეს. კალიფორნიაში რატიმ, მსახიობ და მოდელ ჯეიდ ლონა სადივანისთან ერთად, ახალი კლიპის გადაღებას 9 დღე მოანდომა.

სიმღერისთვის ინგლისურენოვანი ტექსტი გიორგი ლაღიძემ შექმნა. ახალი ვიდეორგოლი ქართველი მსმენელის ნაწილმა უკვე შეაფასა.

ვიდეორგოლის პრეზენტაციას ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რატი დურგლიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი მეორე კლიპის პრეზენტაციას რამდენიმე თვეში გეგმავს.

 

 

ავტორი: თათია ხორბალაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები