სცენარისტის ქეთი დევდარიანის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე ყველა სახის პოლიტიკაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.
ეს შეფასება ქეთი დევდარიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
დევდარიანი ბოლო დროს ამავე საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების, თამაზ მეჭიაურის და დავით ლორთქიფანიძის, მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ
”პოლიტიკა გადატანილია ორღობეში. გადმოვიტანოთ ორღობიდან პოლიტიკა ისევ პოლიტიკურ სივრცეში. არ შეიძლება, 4 წელი პოლიტიკური ოპონენტის ზიზღზე და სიძულვილზე იყოს აგებული”.
ქეთი დევდარიანი ერთადერთი გამოსავლად საზოგადოების რეაქციაში ხედავს.