20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
ზღვაში ხელოვნურად დაგებული გზა წყალმა წაიღო - ასწლოვანი ხე ნაპირზე ისევ ვერ გადააქვთ

უამინდობის გამო, შეკვეთილში ასწლოვანი ტიტის გადმოტანა ისევ ვერ ხერხდება. მომატებული ღელვის გამო, ხელოვნურად დაგებული გზა, რომლის საშუალებითაც ხე სანაპიროზე უნდა გადატანილიყო, წყალმა წაიღო.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია 20-მდე თვითმცლელი, რომელთაც ახლო მდებარე მდინარეებიდან და სოფლებიდან ლოდები მოაქვთ. ქვიშის ნაცვლად, ნაპირიდან ბარჟამდე სწორედ ამ ლოდებისგან გაკეთდება გზა.

ამ დროისთვის ადგილზე მომარაგებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ათასამდე ფილა, რომელიც დაიგება გზაზე, რომლის შემდგომაც ხის ნაპირზე გადატანას იმედოვნებენ.

ასევე ადგილზე მობილიზებულია ამწეები და ტრაქტორები.  

დღის ამბები