„ეს არის ყველაზე ცნობილი და გამოჩენილი ხე უკვე საქართველოს ისტორიაში, რომელმაც გაცურა,“ - ეს შეფასება სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.
ქეთი დევდარიანი იმ ასწლოვან ხეზე საუბრობს, რომლის ციხისძირიდან ზღვით წაღებას ცდილობენ.
დევდარიანის თქმით, ამგვარ საქციელებზე პასუხი უნდა მოეთხოვოს მას, ვინც ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებს ასრულებს.
„როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს არ შეუძლია, რაღაც რომ მოეწონება, მოთხაროს და დაირგოს აივანზე, ასე არ უნდა შეეძლოს არც ბიძინა ივანიშვილს და არც არავის,“ - განაცხადა ქეთი დევდარიანმა.