რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ბაღების დირექტორების გათავისუფლებაში პოლიტიკურ მოტივებს ვერ ხედავს და ასეთ კონტექსტში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საუბარს "ბუნებრივს" უწოდებს.
ამის შესახებ ხათუნა სამნიძემ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„პოლიტიკურ ნაწილზე ნაციონალური მოძრაობა საუბრობს, რომელსაც თავად იყენებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მათგან ეს ეჭვი გასაგებია. ჩვენ გვაქვს საქმე სისტემურ ხარვეზთან, რომლის შესწავლაც ბაღების სააგენტოს მიერ დირექტორების გათავისუფლებამდე უნდა მომხდარიყო. სააგენტომ ასევე უნდა იზრუნოს სისტემური ხარვეზების გამოსწორებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ძველ მეთოდებს იყენებს სააგენტო და სადამსჯელო ნაბიჯებს დგამს,“ - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.