20 ნოემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა - ნიკა მელია გათავისუფლებული დირექტორების შესახებ

ბაღის დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ, კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ნიკა მელიას განცხადებით, აუდიტის სამსახურის მიერ ბაღებიდან გათავისუფლებულ დირექტორებთან დაკავშირებული დასკვნების გაცნობის შემდეგ ნათლად ჩანს, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებულები არიან და არა რაიმე დარღვევების გამო.

„რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებები. ისინი არ არიან დაკავშირებული ქართული ოცნების პარტიულ ორგანიზაციებთან და ეს მათთვის პრობლემაა წინასაარჩევნოდ,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია დირექტორების გათავისუფლებას სუს-ის გადაწყვეტილებას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით ფაქტებიც არსებობს.

„ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური დევნა,“ - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები