20 ნოემბერი 2024,   04:48
ვრცლად
გადაწყვეტილება არ შეიცვლება - ნინა ხატისკაცი საბავშვო ბაღების დირექტორების გათავისუფლებაზე

ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლების საკითხზე თბილისის მერის მოადგილე კურიერის პირდაპირ ეთერში საუბრობს.

ნინა ხატისკაცმა აუდიტის დასკვნებზეც ისაუბრა და დეტალურად განმარტა, თუ რა ტიპის დარღვევებზე იყო იქ კონკრეტულად საუბარი.

ნინა ხატისკაცმა იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რის მიხედვით შეირჩა ზუსტად აღნიშნული ბაღები.

„მინდა, გითხრათ, როგორ შეირჩა კონკრეტული ბაღები, სადაც ბიუჯეტი არის მნიშვნელოვნად დიდი სხვა ბაღებთან შედარებით, ტერიტორიული პრინციპი იქნა გათვალისწინებული, ასევე გაზრდილი ვაუჩერის მოთხოვნა,“ - აღნიშნა ნინა ხატისკაცმა.

თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ  გათავისუფლებულ დირექტორებთან შეხვედრის პრობლემა არა აქვს, თუმცა ამ ეტაპზე ამ შეხვედრით, მისივე თქმით, შედეგი არ შეიცვლება.

ხატისკაცი აცხადებს, რომ დირექტორებმა სამართალი სასამართლოს გზით ეძიონ. 

„დირექტორები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვაზე, ნამდვილად საფუძველი შეიძლება იყოს გათავისუფლებისა,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

დღის ამბები