ასწოლოვანი ტიტა ხის ნაპირზე გადატანის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სპეციალისტები წვიმის მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ნაწილზე უკვე დაგებულია აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ფილები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ნაპირთან დარჩენილი გზის 20 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.
სამუშაოების წარმოებას ისიც ართულებს, რომ ადგილზე ამ დრომდე წვიმს.
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, გზის სამუშაოების დასრულებას დაახლოებით 5 საათი დასჭირდება.