კათოლიკური აღდგომის აღსანიშნავად თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო მესა გაიმართა და შესრულდა ღამისთევის მსახურება.
მესა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ ჩაატარა. მსახურებას დაესწრო თავდაცვის მინისტრი და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. მათ მრევლს დღესასწაული მიულოცეს და ამ დღის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.