20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
სომხური სამოციქულო ეკლესია დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს

კათოლიკურთან ერთად დღეს აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს სომხური სამოციქულო ეკლესია, სადაც დილიდან საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. თბილისში სურბ გევორქის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ტაძარში ასევე იმყოფებოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

“ნებისმიერი ქრისტიანისათვის აღდგომა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია და ბევრი ჩვენი თანამემამულე აღნიშნავს დღეს ამ დღესასწაულს და მინდა ყველას მივულოცო და ზოგადად მშივდობის საწინდარი ყოფილიყოს ეს დღესასწაული, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანაცხოვრებისთვის, რომ ერთმანეთის სიხარული გავიზიაროთ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.    

ავტორი : თამთა დოლენჯაშვილი.

 

დღის ამბები