20 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
"როდესაც ფული გაქვს და საქმეს ვერ აკეთებ, ეს არის ორმაგად მეტი სირცხვილი“-ნიკა მელია მერიაზე საუბრობს

ისნის რაიონის მოსახლეობა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს. ნაციონალური მოძრობის წევრებთან, ირაკლი აბეაძესთან და ნიკა მელიასთან შეხვედრაზე შეკრებილმა ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ რაიონში დღემდე მოუწესრიგებელია გზები, სანიაღვრე არხები და საკანალიზაციო სისტემა. მოსახლეობა ავარიული კორპუსების საგანგაშო მდგომარეობაზეც ჩივის.

“ათეულობით ქუჩაა დედაქალის ცენტრში ისნის რაიონში ამ მდგომარებაში, სადაც ასფალტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და ამ დროს გახსენდება, რომ დედაქალაქის მერიაში შარშან წლის ბოლოს დარჩა მილიონობით ლარი აუთვისებელი, ვერ დახარჯეს იმიტომ, რომ შესაბამისი უნარ-ჩვევები არ აქვთ, მაგრამ საზოგადოებამ რა დააშავა. როდესაც ფული გაქვს და საქმეს ვერ აკეთებ, ეს არის ორმაგად მეტი სირცხვილი“ - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა მელიამ.

   

დღის ამბები