20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
ხვალიდან პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაციაა იწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ხვალიდან პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.

სასურველი პროგრამისა და სასწავლებლის შერჩევა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული განათლების ვებ-გვერდებზე. რეგისტრაცია 10 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები