20 ნოემბერი 2024,   04:36
ვრცლად
"საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით" - გიორგი კვირიკაშვილი

ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი დღეს ქრისტეს აღდგომას აღნიშნავს – მათ შორის არის სომხური სამოციქულო ეკლესიაც. საზეიმო წირვა–ლოცვა თბილისში, სურბ გევორქის სახელობის ტაძარში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. საღმრთო მსახურებას საქართველოს პრემიერმინისტრი აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აქცენტი ქართველებისა და სომხების მეგობრობაზე გააკეთა.

“აღდგომის დღესასწაული არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება, ეს არის სინათლის წყვდიადზე გამარჯვება და ნამდვილად ჩვენ მოხარული ვართ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. ჩვენი მეგობრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან გასაფრთხილებელი და საქართველო ამაყობს სომეხი ეროვნების შვილებით და ჩვენ გვიხარია, რომ ერთად ვაშენებთ ქვეყანას, რომელსაც ყოველთვის აქვს საამაყო, რომ არის არაერთი კულტურის თანაცხოვრების დადებითი მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის„ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

დღის ამბები