ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო დეივიდ კამერონის სააღდგომო მიმართვის მთავარი თემა. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერორიზმის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთიანობისკენ მოუწოდა.
"სააღდგომო მიმართვა არის იმედის გზავნილი მილიონობით ქრისტიანისთვის ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ქრისტიანული ღირებულებები ჩვენი საგანძურია და ამით ვამაყობთ, მაგრამ ეს ფასეულობები ესადაგება ყველა აღმსარებლობას, ამიტომ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მათ დასაცავად. როდესაც ტერორისტები ჩვენი ცხოვრების წესის განადგურებას ცდილობენ, როგორც ეს ამ კვირაში ასე სასტიკად გააკეთეს ბრიუსელში, ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და ვაჩვენოთ, რომ ტერორი ვერ შეგვაშინებს" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დეივიდ კამერონმა.