20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
გზა ზღვაში-ტიტას გადატანის დიდი საინჟინრო ოპერაცია

გზა ზღვაში-სამდღიანი მცდელობის შემდეგ  ასწლოვანი ტიტა ბარჟიდან გადმოტანილია. სპეციალისტები ციხისძირიდან მოთხრილი ხის შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიურ პარკში გადატანას, სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ. ჯერ გზა გაიყვანეს ზღვაში, მას შემდეგ კი რაც გზა წყალმა წაიღო,  აეროპორტის ასაფრენი ბილიკის ფილები დააგეს. 

ხის ციხისძირიდან მოთხრაც და შემდეგ გადატანის პროცესიც კრიტიკის და ქილიკის საგანი გახდა.

რამდენად დრამატული ან კომიკური ფინალი ექნება საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოქცეულ ასწლოვან ხეს, დრო გვიჩვენებს. დრო შეაფასებს საინჟინრო ოპერაციის უნიკალურობასაც და ტურისტების რაოდენობასაც, რომელიც მრავალნატანჯი ასწლოვანი ტიტას სანახავად ჩავლენ დენდროლოგიურ პარკში.

ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, კიდევ რა ჰობი აქვს მილიარდერს და რა ან ვინ იქნება შემდეგი, თუმცა ფაქტია, რომ ივანიშვილის მორიგი გატაცება ბოლო 2 თვეა იუმორისტებს მასალას არ აკლებს.

ავტორები : გვანცა სუთიძე, სოსო წიკლაური.

დღის ამბები