ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში. BMW-ს მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
ავტომობილში ორი პირი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მათ სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, სამაშველო და სახანძრო მანქანები. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.