ფოთის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის დროს 21 წლის ახალგაზრდა დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ნიკო ამაშუკელმა დაზიანება რაგბის მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირიპირების დროს მიიღო.
ის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიკო ამაშუკელი მსაჯია და ის რაგბში ბათუმის ბათუმისა და თბილისის არმიას შორის შეხვედრას უძღვებოდა, მატჩი კი ფრედ 21:21 დასრულდა.
მომხდარის დეტალებზე ორი ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ნიკო ამაშუკელი ბასრი საგნით დაჭრეს, ხოლო მეორე ვერსიით, ის დაეცა და დაზიანება ფეხის არეში სწორედ ამ დროს მიიღო.
კურიერის ზარებს რაგბის გუნდ არმიის წევრებმა არ უპასუხეს, კომენტარი არ გაუკეთებიათ არც რაგბის კავშირში, სადაც აღნიშნავენ, რომ მომხდარი ჯერ უნდა შეისწავლონ და შემდეგ ისაუბრებენ.
შს სამინისტროში კი აცხადებენ, რომ დაჭრის ფაქტს ფოთში ადგილი არ ჰქონია.