20 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
650 ტონიანი ხე კვლავ ზღვაშია - 24 საათიანი სამუშაოები გრძელდება

შეკვეთილში 100 წლოვანი ხის გადატანის პროცესი მეხუთე დღეა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ცოცხალი ძალა.

გვიან საღამოს სპეციალისტებმა 650 ტონიანი მცენარის, ბარჟიდან ზღვაში გაყვანილ გზაზე გადატანა შეძლეს, თუმცა, ხის დენდროლოგიურ პარკამდე მიტანა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ხე ზღვაში გაყვანილ გზაზე მანამ დარჩება, სანამ სანაპიროდან დენდროლოგიურ პარკამდე სპეციალისტები გზას ბეტონის ფილებით არ გაიყვანენ.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები გეგმის მიხედვით წარიმართება, არ არის გამორიცხული, 100 წლოვანი ტიტა დენდროლოგიურ პარკში დღესვე გადაიტანონ.

შეგახსენებთ, რომ 650 ტონიანი მცენარე გურიაში ზღვით ციხისძირიდან წაიღეს.


ამავე თემაზე
დღის ამბები