20 ნოემბერი 2024,   04:41
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები მეჭიაურის და ლორთქიფანიძის დაკითხვას ითხოვენ

უმრავლესობის დეპუტატების დაკითხვის აუცილებლობაზე საუბრობენ კამპანიაში ეს შენ გეხება ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები.

მათი თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება დაინტერესდეს, რა ინფორმაცია აქვთ ფარულ კადრებთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრებს.

დეპუტატების - თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვის მოთხოვნით არასამთავრობოებმა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა პროკურატურასაც მიმართონ.

მიმდინარე კვირას კი მესამე სექტორის წარმომადგენლები არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.



დღის ამბები