20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ბარაკ ობამამ აღდგომა ოჯახთან ერთად ბაპტისტურ ეკლესიაში აღნიშნა

ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერმა ოჯახთან ერთად აღდგომა ვირჯინიის შტატში, ბაპტისტურ ეკლესიაში აღნიშნა.

მედიასაშუალებებს ბარაკ ობამასა და პირველი ლედის ეკლესიაში გადაღების საშუალება არ მიეცათ. მსახურება ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კი ღვთისმსახურებას ტრადიციულად უინძორში, წმინდა გიორგის კათედრალში, დაესწრო.

ბრიტანეთის დედოფალთან ერთად ტაძარში მისი შვილები და მეუღლე მივიდნენ. სააღდგომო წირვის დასრულების შემდეგ, ელისაბედ მეორეს ყვავილები გადასცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები