20 ნოემბერი 2024,   04:28
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტროში ხანძარი ლიკვიდირებულია - მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი

ხანძარი იყო ეკონომიკის სამინისტროს შენობაში. შეტყობინება სახანძრო სამსახურში დილის 6 საათისთვის შევიდა. ცეცხლი მე-6 სართულზე გავრცელდა, დამწვარია სამი ოთახი. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. ხანძრის შედეგად დამლაგებელი მსუბუქად დაშავდა. 

როგორც სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

ამ წუთებში ეკონომიკის სამინისტროს შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ. როგორც აცხადებენ, სამუშაო პროცესი დღის განმავლობაში განახლდება.

ეკონომიკის სამინისტროში 500 კვადრატულ მეტრამდე ფართობია დამწვარი. ადგილზე სახანძრო სამსახურის 10 ბრიგადა მუშაობდა. ამ ეტაპზე ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა რჩება. 

დღის ამბები