სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ახლა უკვე კონსერვატორიის სტუდენტებს შორისაც დაპირისპირებაა. უთანხმოება თვითმმართველობის პრეზიდენტის, სვიმონ ჩაჩანიძის ქმედებებმა გამოიწვია.
გასულ კვირას სვიმონ ჩაჩანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა - და როგორც ირკვევა, ეს განცხადება არ შეუთანხმებია კონსერვატორიაში.
ამ მიზეზით უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტების ნაწილმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ერთ კვირიანი ფიქრის შემდეგ კონსერვატორიის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადა.