ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა დღეს სახალხო დამცველის აპარატში განცხადება შეიტანეს. წერილში საკოორდინაციო ჯგუფის წევრები უჩა ნანუაშვილს შეხვედრას და მათი პრობლემის შესწავლას სთხოვენ.
თბილისის რამდენიმე ბაგა ბაღის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებამ, მშობლების თქმით, აღმზრდელობით პროცესზე ნეგატიური გავლენა იქონია.
მერიის შიდა მოკვლევისა და აუდიტის სამსახურის დასკვნის გასაჩივრებას დათხოვნილი დირექტორები სასამართლოში გეგმავენ.