20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრომ უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. დღეიდან მოქალაქეებს ბიომეტრიული პასპორტის აღებისას, გადაეცემათ სპეციალურად დამზადებული ბროშურა, რომელშიც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული.

სამინისტროს ინიციატივით, იუსტიციის სახლის ოპერატორებმა სპეციალური ტრენინგიც გაიარეს, რომ მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალი ადგილზე განუმარტონ.

დღის ამბები