ხანძარი იყო თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე. ცეცხლი ავტოსერვისის შენობას გაუჩნდა და სულ 150 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა.
ადგილზე 4 სამაშველო-სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ზარალის ზუსტი მოცულობა.
ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად დაწყებულია გამოძიება.