საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები ამ წუთებში თავისუფალ დემოკრატებს ხვდებიან. როგორც დეპუტატი ვიქტორ დოლიძე ამბობს, პარტიაში საკითხის ბოლომდე შესწავლასა და გათავისუფლებული დირექტორების უფლებების დაცვისთვის ბრძოლას გეგმავენ.
„გავეცნობით ყველა დოკუმენტაციას, რის საფუძველზეც შეექმნათ პრობლემები. ჩვენი ფრაქცია ყველა ღონეს იხმარს, თუკი უფლებები ნამდვილად დარღვეულია მათ გვერდში ვიყოთ და მსვლელობას მივადევნოთ თვალი,“ - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.
შეხვედრაზე მისული საბავშვო ბაღების გათავისუფლებული დირექტორები კვლავ პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობენ და მათ გათავისუფლებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ.
„მათ დასჭირდათ ჩვენი ადგილები,“ - ამბობს ლელა გოგორიშვილი.