20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
აქცია "ცენტრ პოინტის" ოფისთან-მოსახლეობა მშენებარე კორპუსის დასრულებას ითხოვს

ხმაური იყო სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის ოფისთან. თბილისში, დიღმის მასივში, ვეკუას ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა მშენებარე კორპუსის დასრულებას მოითხოვს. კორპუსში 18-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი განმარტებით კორპუსი დასრულებული სახით უკვე უნდა ჩაბარებოდათ, თუმცა საცხოვრებელში ამ დრომდე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა.

მობინადრეები აცხადებენ, რომ კომპანიასთან ფინანსური პრობლემებიც აქვთ და მოსახლეობის სახელზე დავალიანება 900 000 ლარს აღემატება. ადგილობრივების განმარტებით ამ საკითხზე პროკურატურასაც მიმართეს, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა.

დღის ამბები