20 ნოემბერი 2024,   04:44
ვრცლად
ბაღების გათავისუფლებული დირექტორების საქმის შესაწვალისათვის ოპოზიცია საკრებულოში სპეციალურ ჯგუფის შექმნას ითხოვს

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქცია ბაღების გათავისუფლებული დირექტორების საკითხის შესწავლის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს კურიერთან ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

მათ მოსაზრებას არ იზიარებენ საკრებულოს უმრავლესობაში. როგორც ქართული ოცნების წევრი თედო კობახიძე ამბობს, ასეთი კომისიის შექმნის აუცილებლობა არ დგას და ის გათავისუფლებულ დირექტორებს მათი უფლებების დაცვას სასამართლოში ურჩევს.

საკითხის შესწავლას დღეს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტშიც ითხოვდა. დღევანდელ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის დეპუტატებმა მოითხოვეს დირექტორების გათავისუფლების შესახებ განათლების კომიტეტმა იმსჯელოს.

დღის ამბები