20 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმრთველობა ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება

კონსერვატორიის სტუდენტური თვითმმართველობა არჩევნებისთვის ემზადება. ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ახალგაზრდების პროტესტის ფონზე მიიღო. სტუდენტების ერთი ნაწილი სიმონ ჩაჩანიძეს სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული საპროტესტო აქციის დროს გაკეთებული განცხადების გამო დაუპირისპირდნენ, თუმცა სავარაუდოდ თვითმმართველობის გარშემო შექმნილი ვითარება მხოლოდ არჩევნებით არ დასრულდება. ახალგაზრდებთან ერთად სტრუქტურის რეორგანიზაციას სასწავლებლის რექტორიც ითხოვს.

სიმონ ჩაჩანიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს კონსერვატორიის თვითმმართველობის სხვა წევრებმაც და თანამდებობები დატოვეს. აღმოჩნდა რომ კოლეგების მხარდაჭერის გადაწყვეტილება პრეზიდენტმა არც მათთან შეათანხმა. ჩაჩანიძე ამბობს რომ მაშინ შექმნილი სიტუაციის გამო შეკრებისთვის და საკითხის განხილვისთვის დრო ვერ გამოინახა.

პოლიტიკურ თუ სხვა მართულ პროცესებში კონსერვატორიის ჩართვას ეწინააღმდეგება სტუდენტთა ერთი ნაწილი. ისინი თვლიან, რომ მათი სახელის გამოყენება შეცდომა იყო როგორც სიმონ ჩაჩანიძის მხრიდან თვითმმართველობის აქციაზე, ასევე აუდიტორია 115-ის მხარდაჭერების მხრიდანაც.

ჯერჯერობით უცნობია როდის დაინიშნება კონსერვატორიაში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნები. რეგლამენტის თანახმად პროცესი ორ თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.

ავტორი: ეკა გაგუა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები