ნანა ჯანელიძე სავარაუდოდ კინოცენტრის ბოლო ხელმძღვანელი იქნება, რომელიც კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით დაინიშნა. რეჟისორები დირექტორის თანამდებობაზე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. განცხადებას კი 125 ხელოვანი ელდარ შენგელაიას თაოსნობით აწერს ხელს. ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ვადის ამოწურვისთანავე დატოვა თანამდებობა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ამ გადაწყვეტილების უკან ყოფილი პრემიერი დგას.
125 ქართველი რეჟისორის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ, რეჟისორების ხელმოწერების შეგროვებას ნინო კირთაძე დაფინანსების თემას უკავშირებს, მისთვის კითხვის ნიშნები არ ჩნდება, რომ კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე არჩევნების მოთხოვნა ნანა ჯანელიძის ნინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო.
ვინ იქნება კინოცენტრის ახალი ხელმძღვანელი ჯერ უცნობია. კინოცენტრის დირექტორობის სამი კანდიდატი სპეციალურმა კომისიამ უნდა შეარჩიოს, კანდიდატების ვინაობა არ სახელდება თუმცა ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი შესაძლოა ელდარ შენგელაიას ნდობით აღჭურვილი პირიც იყოს, ხოლო თუკი 125 რეჟისორის სარეკომენდაციო წერილს კულტურის მინისტრი გაითვალისწინებს არ არის გამორიცხული, რომ ნანა ჯანელიძე ბოლო დანიშნული დირექტორი იყოს კინოცენტრის ისტორიაში.
ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.