20 ნოემბერი 2024,   04:39
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი უმრავლესობის დეპუტატების დაკითხვას ითხოვს

არასამთავრობო სექტორი უმრავლესობის დეპუტატების დაკითხვას ითხოვს. კამპანია ეს შენ გეხება ეჭქვეშ ხელისუფლების მეთოდების ეფექტურობას აყენებს. მესამე სექტორი პროკურატურისგან დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და დავით ლორთქიფანიძის დაკითხვასაც ითხოვს.

დღეს საგანგებო ბრიფინგი სახალხო დამცველმაც გამართა და ხელისუფლებას გამოძიების დასასრულებლად წამზომი ჩაურთო. უჩა ნანუაშვილი პროკურატურას 17 დღიანი დუმილის დარღვევას სთხოვს და ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საფრთხე ისევ არსებობს, ჩადენილი დანაშაულისთვის დასჯილი კი არავინაა. სახალხო დამცველი შესაბამისი უწყებებისგან დროულ გამოძიებას, პირადი ცხოვრებით შანტაჟის კამპანიის შეწყვეტის მიზნით ითხოვს.

ავტორი: ანა წერეთელი.

დღის ამბები