სავარაუდოდ ინიციატივის დონეზე დარჩება საკრებულოს ოპოზიციის წინადადება სპეციალური ჯგუფის შექმნის წინადადება, რომელმაც ბაღებში მიმდინარე მოვლენები უნდა შეისწავლოს. ბაღების სააგენტოს განცხადება დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით აღარ გაუკეთებია. აღსაზრდელების მშობლები კი ეჭვქვეშ აყენებენ სააგენტოს ოფიციალურ განმარტებას ბაღებში საკადრო ცვილებებთან დაკავშირებით და დირექტორების გათავისუფლების პოლიტიკურ მიზეზებზე საუბრობენ.
მათ სახალხო დამცველს წერილით მიმართეს და უჩა ნანუაშვილისგან რეაგირება ითხოვეს. მშობლების განცხადებით, რამდენიმე დირექტორის გათავისუფლებამ აღმზრდელობით პროცესზე ცუდი გავლენა მოახდინა.
ბაღების მართვის სააგენტოში დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი აღარ გაკეთებულა. სააგენტომ გადაწყვეტილება 20-მდე დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე მიიღო. ოფიციალური ინფორმაციით, სკოლამდელ დაწესებულებებში ფინანსების არასწორი ხარჯვის ფაქტები დაფიქსირდა.
ავტორი: ეკო მაღრაძე.