9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა იაშვილის კლინიკაში ოპერაცია, ექიმები შორენა ბეგაშვილის შვილს ხერხემლის ოპერაციას უკეთებდნენ.
კლინიკაში აცხადებენ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 14 წლის ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობა კი სტაბილურია.
"იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით," - წერია მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.