20 ნოემბერი 2024,   04:29
ვრცლად
ფარული კადრები - არასამთავრობოები თბილისის ყოფილ პროკურორს შეხვდებიან

იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები არ დაინტერესდებიან დავით ლორთქიფანიძისა და თამაზ მეჭიაურის განცხადებებით, სამოქალაქო სექტორში არ გამორიცხავენ, რომ დეპუტატების დაკითხვის მოთხოვნით პროკურატურას თავად მიმართონ.

სამოქალაქო სექტორში განმარტავენ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლების კომენტარები ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, ეჭვის საფუძველს რეალურად აჩენს.

ფარული ჩანაწერების საკითხზე დღეს კამპანიაში ეს შენ გეხება ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისის ყოფილ პროკურორს, მაია მწარიაშვილს ხვდებიან.

სამოქალაქო სექტორში იმედოვნებენ, რომ ამ ტიპის დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით მწარიაშვილისგან კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებენ. 

 

დღის ამბები