ასწლოვანი ხე ზღვიდან ნაპირზე გადაიტანეს. შეკვეთილში სამუშაოები ამ დროისთვის, ცუდი ხილვადობის გამო არის შეჩერებული.
სპეციალისტები კურიერთან საუბრის დროს ამბობენ, რომ სამუშაოები დილიდან განახლდება და ხეს დენდროლოგიურ პარკში იმ ადგილამდე მიიტანენ, სადაც ასწლოვანი ტიტა უნდა ჩაირგოს.
შეგახსენებთ, რომ შეკვეთილში სპეციალისტები ხის ზღვიდან ნაპირზე გადმოტანას 5 დღის განმავლობაში ცდილობდნენ, ამისათვის მათ ზღვაში ბეტონის ფილებით გზაც გაიყვანეს. ასწლოვანი მცენარე გურიაში აჭარიდან ზღვით ჩაიტანეს.