20 ნოემბერი 2024,   04:33
ვრცლად
„არაფერი მსგავსი ჩემთვის არ არის ცნობილი," - თემურ თორდინავა მისი გათავისუფლების შესახებ

ბაღების სკანდალის შემდეგ არ არის გამორიცხული თანამდებობა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა დატოვოს.

კურიერის ინფორმაციით, თემურ თორდინავა, რომელიც დავით ნარმანიას კადრად მოიაზრება, თანამდებობას მასობრივი გათავისუფლების გამო დატოვებს.

თუმცა, თავად თორდინავა, რუსთაი 2-თან სატელეფონო საუბრისას, მისი თანამდებებობიდან გათავისუფლების საკითხს არასერიოზული უწოდა.

„არაფერი მსგავსი ჩემთვის არ არის ცნობილი. არანაირი საუბარი არ ყოფილა და აღნიშნულ ინფორმაციას არასერიოზულს ვუწოდებდი მე პირადად,“ - აღნიშნა თემურ თორდინავამ. 

დღის ამბები