ეკა ბესელიას თაღლითობის ბრალდებით გასამართლებული პირის მფარველობაში ადანაშაულებენ. დაზარალებული რუსუდან ლეჟავა ამბობს, რომ ნინო ჯიქიამ 2010 წელს ბინა იპოთეკით თაღლითური გზით ჩაადებინა, შემდეგ კი თანხის დაბრუნებაზე უარი თქვა, რის გამოც ოჯახმა საცხოვრებელი დაკარგა.
ლეჟავას ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა საპატიმრო შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით დატოვა და მას ამ საქმეში ბესელია მფარველობდა. რუსუდან ლეჟავა პროკურატურას საქმის ხელახალ გამოძიებას თხოვს.
"ბესელია ეხმარება და აუცილებლად გამოუშვებსო, ფაქტი სახეზეა 2 წეიწადში და8 თვეში გამოვიდა. სამმა პროკურორმა განიხილა ჩემი საქმე, აქედან 2 მეუბნებოდა რომ თაღლითობაა და აუცილებლად დაიჭერდნენ, მერე იბლოკებოდა. ბესელიამ გამოუშვა და ახლა ბესელია ისევ დაიჭერს", - განაცხადა რუსუდან ლეჟავამ.